დავალებები და შეფასება

კვლევის მეთოდები საჯარო მმართველობაში

დავალება ქულა ფორმატი ვადა
სემინარები 10 ზეპირი, ინდივიდუალური ყოველ კვირა
სტატია და პრეზენტაცია 15 წერითი + ზეპირი ინსტრუქცია კვ. 3 · პრეზენტაცია კვ. 5
შუალედური გამოცდა 20 წერითი კვირა 8
კვლევითი პროექტი 15 ჯგუფური ინსტრუქცია კვ. 8–10 · პრეზენტაცია სემესტრის ბოლოს
დასკვნითი გამოცდა 40 წერითი სემესტრის ბოლოს
Warningაკადემიური კეთილსინდისიერება

გადაწერა და პლაგიატი ნებისმიერ დავალებაში მკაცრად აკრძალულია. დარღვევის შემთხვევაში ნაშრომი უქმდება და ფასდება 0 ქულით.

სემინარები — 10 ქულა

ზეპირი სემინარი მოიცავს წინა ლექციაზე განხილულ საკითხებს. თითოეული სემინარი ფასდება მაქსიმუმ 1 ქულით.

ქულა კრიტერიუმი
1 პასუხი სრულყოფილია; სტუდენტი სათანადოდ მომზადებულია.
0.5 პასუხი სწორია, მაგრამ არა ამომწურავი; მცირე შეცდომები.
0 პასუხი არ არის მოცემული ან პრაქტიკულად არ არის განხილული.

სტატიის მომზადება და პრეზენტაცია — 15 ქულა

ინსტრუქცია: მალე დაემატება

ქულა კრიტერიუმი
5 საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია სწორია.
2.5 შინაარსი გასაგებია; თემას დამაკმაყოფილებლად ფლობს, თუმცა არის შეცდომები.
1 შინაარსი ნაწილობრივ გასაგებია; ტერმინოლოგია არასწორია.
0 შინაარსი გაუგებარია, შეუსაბამოა ან არ არის წარდგენილი.
ქულა კრიტერიუმი
3 თავდაჯერებული, კარგი კომუნიკაცია აუდიტორიასთან; სლაიდები სრულყოფილია.
1.5 ხშირად ჩერდება, კითხულობს ტექსტს, უჭირს კონტაქტი აუდიტორიასთან.
0 პრეზენტაცია გაუგებარია; კონტაქტი აუდიტორიასთან არ მყარდება.
ქულა კრიტერიუმი
4 დასკვნა ლოგიკური და კარგად დასაბუთებულია.
2 დასკვნა ძირითადად ლოგიკურია, თუმცა აკლია დასაბუთება.
0 მსჯელობა ან დასკვნა არ არის.
ქულა კრიტერიუმი
3 კითხვებს პასუხობს სრულყოფილად.
1.5 პასუხები არასრულია.
0 კითხვებს ვერ პასუხობს.

შუალედური გამოცდა — 20 ქულა

ტარდება მე-8 კვირას, წერითად, განვლილ მასალაზე. 4 საკითხი × 5 ქულა.

ქულა კრიტერიუმი
5 ზუსტი და ამომწურავი პასუხი; ლიტერატურის საფუძვლიანი ცოდნა; სწორი ტერმინოლოგია.
4 სწორი, მაგრამ არა ამომწურავი; ლიტერატურა არასრულად გამოყენებული.
3 არასრული პასუხი; ტერმინოლოგია ხარვეზიანი.
2 ხარვეზიანი; ტერმინოლოგია მცდარი; ლიტერატურა არ არის გამოყენებული.
1 არსებითი ხარვეზები; ფრაგმენტული და მცდარი.
0 საკითხი არ არის განხილული.

კვლევითი პროექტი — 15 ქულა

პროექტი მზადდება ჯგუფურად; თემა თანხმდება ლექტორთან. მოიცავს კვლევის დიზაინის მომზადებას, კვლევის პრაქტიკულ განხორციელებას და პრეზენტაციას (10–15 წუთი, კითხვებისა და დისკუსიის ჩათვლით).

ინსტრუქცია: მალე დაემატება

ქულა კრიტერიუმი
5 დიზაინი ლოგიკურად და რელევანტურად არის ჩამოყალიბებული და გამოყენებული.
2.5 მეთოდების უმეტესობა არ არის ლოგიკურად და რელევანტურად შერჩეული.
0 მეთოდი არარელევანტურია ან არ არის წარმოდგენილი.
ქულა კრიტერიუმი
4 თემა სრულყოფილად, ზუსტად და ამომწურავად; ტერმინოლოგია სწორია.
3 არასრულყოფილი; ტერმინოლოგიური შეცდომები; რამდენიმე არსებითი შეცდომა.
2 ნაკლოვანი; მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
1 ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული; პასუხი არსებითად მცდარია.
0 არ შეესაბამება საკითხს ან არ არის მოცემული.
ქულა კრიტერიუმი
4 სრულყოფილი, ზუსტი პასუხები; მასალას ზედმიწევნით ფლობს.
3 შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად ნაკლოვანი, თუმცა დამაკმაყოფილებელი.
2 არასრული; რამდენიმე არსებითი შეცდომა.
1 უზუსტო; ტერმინოლოგია მცდარი.
0 არ შეესაბამება საკითხს ან არ არის მოცემული.
ქულა კრიტერიუმი
2 ვიზუალური მასალა სრულყოფილია.
1 წარმოდგენილია დიდი ნაკლოვანებებით.
0 არ არის წარმოდგენილი ან არ შეესაბამება თემას.

დასკვნითი გამოცდა — 40 ქულა

ტარდება სემესტრის ბოლოს, წერითად, კურსის ყველა საკითხზე. 4 საკითხი × 10 ქულა.

ქულა კრიტერიუმი
10–9 ზუსტი და ამომწურავი; ლიტერატურის საფუძვლიანი ცოდნა; სწორი ტერმინოლოგია.
8–7 სწორი, მაგრამ არა ამომწურავი; ლიტერატურა არასრულად გამოყენებული.
6–5 არასრული; ტერმინოლოგია ხარვეზიანი.
4–3 ხარვეზიანი; ტერმინოლოგია მცდარი; ლიტერატურა არ არის გამოყენებული.
2–1 არსებითი ხარვეზები; ფრაგმენტული და მცდარი.
0 საკითხი არ არის განხილული.

დასკვნით გამოცდაზე დასაშვებად საჭიროა შუალედური შეფასებებიდან მინიმუმ 31 ქულა (60-დან). კრედიტის მისაღებად: დასკვნით გამოცდაზე მინიმუმ 21 (40-დან) და ჯამში მინიმუმ 51 (100-დან).

Back to top