სილაბუსი
კვლევის მეთოდები საჯარო მმართველობაში
⬇ სილაბუსის ჩამოტვირთვა (DOCX)
ზოგადი ინფორმაცია
| საგანმანათლებლო პროგრამა | საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა |
| სკოლა | სამართლისა და სახელმწიფო მმართვის სკოლა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი |
| ლექტორი | თემურ გუგუშვილი, სოციოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი, აფილ. ასისტენტ-პროფესორი · tgugushvili@ibsu.edu.ge |
| კონსულტაცია | კვირაში 2 საათი; დრო და ადგილი სტუდენტებთან შეთანხმებით |
| საფეხური / სემესტრი | ბაკალავრიატი, V სემესტრი |
| სტატუსი | სავალდებულო |
| ენა | ქართული |
| კრედიტი | 5 (125 სთ: 30 საკონტაქტო, 95 დამოუკიდებელი) |
| საკონტაქტო საათები | 13 კვირა × 2 სთ: ლექცია 14 სთ, სემინარი 12 სთ, შუალედური 2 სთ, დასკვნითი 2 სთ |
| წინაპირობა | აკადემიური წერა |
კურსის მიზანი
კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საბაზისო თეორიული ცოდნა სამეცნიერო კვლევის მეთოდებში და განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მათ შორის შეადგინონ კვლევითი ხასიათის სამეცნიერო ნაშრომი. კურსის მსვლელობისას სტუდენტები შეიძენენ ფართო ცოდნას კვლევისათვის შერჩეულ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა შეძლონ სათანადო წყაროების შერჩევა, მონაცემების შეგროვება, სისტემატიზება და ანალიზი. სტუდენტს ჩამოუყალიბდება კრიტიკული აზროვნების უნარი მეთოდოლოგიური მიდგომების შერჩევისა და აღსრულების მიმართ და განავითარებს ხელმძღვანელთან კოლაბორაციის უნარებს. კურსის ერთ-ერთი ძირითადი პრაქტიკული შედეგია სოციალურ მეცნიერებებში აპრობირებული კვლევის მიდგომების, ანალიზის მეთოდებისა და შერჩევის შესახებ ცოდნა, რომლის გამოყენებითაც სტუდენტები შეძლებენ მცირე მასშტაბის კვლევის განხორციელებას.
სწავლის შედეგები
- განსაზღვრავს სოციალური კვლევის უახლეს თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს;
- განიხილავს სოციალური მეცნიერებების კვლევის დიზაინის შემუშავებისა და აუცილებელი ინსტრუმენტების დაგეგმვის გზებს;
- ასხვავებს APA-სა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ მოთხოვნებს საბაკალავრო ნაშრომისთვის;
- იცავს ციტირება-რეფერირების ტექნიკას, რათა პლაგიატის გარეშე გამოიყენოს მეორადი წყაროები;
- ამოწმებს საძიებო სისტემებს სასურველ თემაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად.
- ასხვავებს თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიას მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზნით;
- განსაზღვრავს კვლევის გეგმა-პროექტს მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკვლევი პრობლემით, მიზნითა და მეთოდოლოგიით;
- შეისწავლის კვლევითი პროექტის მომზადებისა და ადმინისტრირების სისტემურ საკითხებს.
- პირველადი და მეორადი მონაცემების დამუშავების გზით იღრმავებს ცოდნას და იფართოებს თვალსაწიერს;
- შეიმუშავებს კონსტრუქციულად კრიტიკულ დასკვნებს და საბაკალავრო საფეხურის შესაბამის რეკომენდაციებს;
- აზოგადებს კვლევის მეთოდოლოგიაში დანერგილ სიახლეებს;
- მიუთითებს წყაროებს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკური ნორმების დაცვით.
სწავლების მეთოდები
| ფორმატი | მეთოდები |
|---|---|
| ლექცია | პრეზენტაცია, დემონსტრირება, შემთხვევების შესწავლა, ელ. რესურსით სწავლება |
| ჯგუფური მუშაობა | დისკუსია/დებატები, გონებრივი იერიში, პრეზენტაცია, ტექსტზე მუშაობა, პროექტი |
| სემინარი | პრეზენტაცია, დისკუსია/დებატები, გონებრივი იერიში |
| დამოუკიდებელი მუშაობა | წიგნზე მუშაობა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, პრეზენტაციისა და პროექტის მომზადება, საშინაო დავალება |
შეფასება
შეფასება 100-ქულიანია: შუალედური შეფასებები — მაქს. 60, დასკვნითი გამოცდა — მაქს. 40. კომპონენტები და რუბრიკები: დავალებები.
| შეფასება | ქულა |
|---|---|
| (A) ფრიადი | 91–100 |
| (B) ძალიან კარგი | 81–90 |
| (C) კარგი | 71–80 |
| (D) დამაკმაყოფილებელი | 61–70 |
| (E) საკმარისი | 51–60 |
| (FX) ვერ ჩააბარა — დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლებით | 41–50 |
| (F) ჩაიჭრა — კურსი ხელახლა შესასწავლია | ≤ 40 |
- დასკვნით გამოცდაზე დაიშვება სტუდენტი, რომელმაც შუალედური შეფასებებიდან (60) მოაგროვა მინიმუმ 31 ქულა.
- დამატებით გამოცდაზე დაიშვება სტუდენტი, რომელმაც ჯამში მოაგროვა 41–50 ქულა, ან მინიმუმ 51, მაგრამ დასკვნით გამოცდაზე ვერ მოაგროვა 21 ქულა.
- კრედიტი ენიჭება, თუ დასკვნით გამოცდაზე მოგროვებულია მინიმუმ 21 (40-დან) და ჯამში მინიმუმ 51 (100-დან).
- სტუდენტები წინასწარ არიან ინფორმირებული შუალედური და დასკვნითი გამოცდის თარიღების შესახებ.
აკადემიური კეთილსინდისიერება
ნებისმიერი დავალების შესრულებისას გადაწერა/პლაგიატი მკაცრად აკრძალულია და წარმოადგენს უნივერსიტეტის რეგულაციის დისციპლინურ დარღვევას. დარღვევის შემთხვევაში შუალედური/დასკვნითი ნაშრომი უქმდება და ფასდება 0 ქულით.