ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევა

ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევა

აბსტრაქტი

2018 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით, განხორციელდა ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევა. კვლევის მიზანს წარმოადგენს დანაშაულის განმეორებით ჩადენასთან დაკავშირებული რისკ და დამცავი ფაქტორების გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციისთვის საჭირო მექანიზმების გაძლიერებასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდას. თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ ყოფილი მსჯავრდებულები, მათი ოჯახის წევრები, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, დანაშაულის პრევენციის ცენტრის, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღნიშნულ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. წინამდებარე კვლევა უკავშირდება დანაშაულის განმეორებით ჩადენასთან დაკავშირებული შემდეგი ფაქტორების შესწავლას- პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებული ფაქტორები, გათავისუფლების შემდგომ პერიოდში მოქმედი ფაქტორები და პიროვნული ფაქტორები.

პუბლიკაციის ტიპი