განქორწინება ქართველ ახალგაზრდებში (18-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში)

აბსტრაქტი

კვლევა სახელწოდებით განქორწინება ქართველ ახალგაზრდებში (18-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში) განხორციელდა თვისებრივი მეთოდის, კერძოდ, ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუს გამოყენებით 2013-2014 წლებში. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში განქორწინების განმაპირობებელი ფაქტორების იდენტიფიცირება. კვლევითი პროექტის ფარგლებში მიზნის მისაღწევად გამოყენებულია როგორც თვისებრივი კვლევა, ასევე მეორეული მონაცემების ანალიზი. კვლევაში მეორეული მონაცემებისთვის გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზები, მათ შორის 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები. იმის დასადგენად, რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას განქორწინებისადმი, გამოვიყენე საქართველოს ბარომეტრის 2013 წლის შედეგები სამხრეთი კავკასიის მასშტაბით (სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი). მონაცემების გაანალიზების შედეგად შესაძლებელი გახდა პრობლემის მასშტაბურობისა და საზოგადოების პერსპექტივის ჩვენება. სტატიაში განხილულია განქორწინება კანონიკური სამართლის მიხედვით და განქორწინების ისტორიული განვითარების პროცესი საქართველოში. აღნიშნული წყაროების განხილვის მიზანია განქორწინებაზე ისტორიული და რელიგიური გავლენების ჩვენება. თვისებრივი კვლევის მეშვეობით გაანალიზდა ახალგაზრდების (18-24 წელი) განქორწინების ჰიპოთეტური ფაქტორები - წყვილის ქორწინებამდელი და შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, პირველადი და ოჯახური გარემო, ახალგაზრდების ოჯახური თანაცხოვრებისთვის მზაობა, განათლება და კარიერა. შეფასდა თითოეული მათგანის რეალური როლის მნიშვნელობა საკვლევ საკითხთან მიმართებით

პუბლიკაციის ტიპი
პუბლიკაცია
ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი