ამ სახელმძღვანელოს მიზანია უნივერსიტეტების დაინტერესებულ ლექტორებსა და აკადემიურ პერსონალს მისცეს შესაძლებლობა, განახორციელოს შემთხვევის შესწავლის ტრანსდისციპლინური საველე კურსი, რომელიც უკვე შემუშავებულია, აპრობირებულია და ინტეგრირებულია სსპუ და თსუ კურუკულუმებში. სახელმძღვანელოს პირველ თავში მოკლედ არის განხილული ფუნდამენტური კონცეფციები, რომლებიც აუცილებელია ტრანსდისციპლინური მიდგომების საფუძვლიანად გაგებისათვის.