ამჟამინდ, ვმუშაობ დგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO), როგორც მკვლევარი. ამავე დროს, როგორც დოქტორობის კანდიდატი აფილირებული ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტთან. ჩემი აკადემიური კარიერა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევით პროექტებს, რომლებსაც გარდამტეხი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია მთიან და სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების საარსებო წყაროების დივერსიფიკაციაზე დაყრდნობით მათი ეკონომიკური დოვლათის გაუმჯობესებაში.
ორ სექტორში, კერძოდ, აკადემიასა და საჯარო სამსახურში, ჩართულობით მიღებულმა გამოცდილებამ მაჩვენა, როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენების უპირატესობები და შეზღუდვები. სწორედ ამიტომ, რიგ შემთხვევებში სრული სურათის დასანახად, მართებულად მივიჩნევ შერეულ მეთოდებზე დაფუძნებული დიზაინის გამოყენებას.
ინტერ/მულტი/ტრანსდისციპლინური, მონაწილეობით, სამოქმედო და ტრანსფორმაციულ კვლევებში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სოციალური ფენომენის შესწავლის პროცესში, მხარს ვუჭერ ისეთი მიდგომების ინტეგრირებას, რომლებიც უზრუნველყოფს კვლევის შედეგების ‘მტვრიან თაროზე’ ან მხოლოდ მონაცემთა ბაზებში დარჩენის პრევენციას.
ჩემი რწმენითა და წარმოდგენით, მკვლევრის ძირითად როლსა აქამდე ‘დაფარულის’ გამოაშკარავება და დაინტერესებული მხარეებისთვის აღნიშნულის გასაგები გზით მიწოდება წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, საქმიანობის პროცესში, პრაქტიკაში ვიყენებ სოციალურ მეცნიერებათა თეორიების, მეთოდებისა და მონაცემების მართვის ინსტრუმენტების (R/Rstudio, QGIS, SPSS, Excel, Access, MAXQDA, Mendeley და ა.შ.) სინთეზს.
ინფორმაცია და პროექტები
📊 დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტო ყოველთვიურად აქვეყნებს სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიან ანგარიშს (თავი IV, ნაწილი 12) საქსტატის ვებსაიტზე. მონაცემები ხელმისაწვდომია დეტალურად დანართში - ცხრილი #56 - #78.